)
მენიუ

საპასუხისმგებლო თამაში

Vbet ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების მხრიდან პასუხისმგებლიანი თამაში, ასევე აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია, მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა და გააუმჯობესოს მკურნალობა.

პასუხისმგებლიანი თამაში

 

VBet-ის პასუხისმგებლიანი აზარტული თამაშების პოლიტიკა გულისხმობს ვალდებულებას, მინიმუმამდე დაიყვანოს აზარტული თამაშების უარყოფითი შედეგები და ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიანი თამაშის პრაქტიკის განხორციელებას.

 

Vbet ონლაინ მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან და გასართობ თამაშებს. ამასთან, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს პროდუქტებზე. VBet-ის მიზანია შექმნას ყველაზე უსაფრთხო და ინოვაციური გასართობი სათამაშო პლატფორმა მოზრდილებისთვის. ჩვენი პროდუქტები და მომსახურება საშუალებას აძლევს თითოეულ მომხმარებელს ითამაშოს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში და მიიღოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება. ერთიანობა, სამართლიანობა და საიმედოობა არის Vbet-ის სახელმძღვანელო პრინციპები. ამრიგად, Vbet-ma ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაეხმაროს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ პრობლემები აზარტული თამაშების გამო, განსაკუთრებით უზომოდ თამაშის დროს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც თამაშობენ გონივრულ ზომამდე და უყურებან მას, როგორც გართობის ფორმას.

 

Vbet–ში პასუხისმგებლიანი თამაში ემყარება სამ ფუნდამენტურ პრინციპს: მოთამაშის უსაფრთხოება, თამაშის უსაფრთხოება და პრობლემური აზარტული თამაშისგან დაცვა. კვლევითი ინსტიტუტების, ასოციაციებისა და თერაპიის ინსტიტუტებთან ერთად, Vbet მუშაობს ონლაინ აზარტული თამაშების პასუხისმგებლობის, უსაფრთხო და საიმედო ჩარჩოს შექმნაზე.

 

მოთამაშის უსაფრთხოება

 

Vbet იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი მოთამაშეების უსაფრთხოებაზე. მოთამაშეთა დაცვა ემყარება არასრულწლოვანი ადამიანების თამაშებში მონაწილეობის თავიდან აცილებას და კონფიდენციალურობის დაცვას, რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების პასუხისმგებლობით დამუშავებას და გადახდებს. შემოთავაზებული პროდუქტების სამართლიანობას და შემთხვევით პრინციპებს ყურადღებით აკვირდებიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები. მარკეტინგული კამპანიები იქმნება მოთამაშის დაცვისა და სამართლიანობის გათვალისწინებით. 

აზარტული  თამაშებისგან დაცვა, კვლევა, პრევენცია, ჩარევა

 

აზარტული მოთამაშეების უმრავლესობა, რომლებიც დებენ სპორტულ ფსონებს, კაზინოს ფსონებს და სხვა, თამაშობენ ზომიერად, გართობისთვის. გარკვეულ ჩვევები და ქცევის წესები (მაგალითად, საყიდლებზე სიარული, სპორტის თამაში, ალკოჰოლის ან საჭმლის მოხმარება), რომლებიც ნორმად მიიჩნევა და არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას, შესაძლოა ზოგიერთ ადამიანში ეს გადაიზარდოს დამოკიდებულებაში და შეუქმნას მათ პრობლემები. ანალოგიურად, სპორტმა და ზოგადად აზარტულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მომხმარებლის მცირე ნაწილში.  

პრობლემური აზარტული თამაშის ნიშნების მქონე კლიენტებს შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ აეკრძალოთ გარკვეული პროდუქტების თამაში. გარდა ამისა, კლიენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ პრობლემური აზარტული თამაშების ნიშნები, ეგზავნებათ ორგანიზაციების კონტაქტები, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ პროფესიონალური რჩევა და დახმარება.

 

 

თვითკონტროლი პრევენციის ყველაზე მდგრადი ფორმაა

 

Vbet-ის მთავარი პრინციპი ისაა, რომ კლიენტი თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება-ითამაშოს თუ არა და რამდენი ფულით ითამაშოს, შესაბამისად მოთამაშის პირადი პასუხისმგებლობა თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის ყველაზე ეფექტური ვარიანტია.

 

Vbet-ი პასუხისმგებლობას კისრულობს კლიენტების გამჭვირველე პროდუქტის, სრულყოფილი ინფორმაციის უზრუნველყოფის და მათ მიმართ პატიოსანი სამუშაო სტილის საკითხებზე.

არასრულწლოვანთა დაცვა

 

Vbet კრძალავს არასრულწლოვნების (18 წლამდე ასაკის პირები, ან იმ მინიმალური ასაკის ადამიანები, რასაც ითვალისწინებს მათი რეზიდენტობის იურისდიქცია) მონაწილეობას თამაშში და ფსონების დადებას. ამ მიზეზით, რეგისტრაციის დროს სავალდებულო მოთხოვნებია ასაკის და დაბადების თარიღის დადასტურება. Vbet სერიოზულად უდგება არასრულწლოვნების მიერ თამაშებში მონაწილეობას. არასრულწლოვნების მაქსიმალურად დასაცავად, Vbet ასევე ეყრდნობა მშობლებისა და აღმზრდელების მხარდაჭერას. Vbet მომხმარებლებს ურჩევს, თავიანთი ანგარიშებზე წვდომის მონაცემები შეინახონ უსაფრთხო ადგილას (მომხმარებლის ID და პაროლი) და არავის მისცენ ეს მონაცემები.

 

გარდა ამისა, Vbet გირჩევთ, მომხმარებლებმა დააყენონ ფილტრის პროგრამა. ეს პროგრამა საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შეზღუდონ წვდომა ბავშვებსა და მოზარდებს შეუსაბამო ინტერნეტ რესურსებზე.

 

პასუხისმგებლობა პრობლემებთან მიმართებაში

 

Vbet გთავაზობთ მრავალფეროვან თამაშებს და ფსონებს, რომელიც არის მომხმარებლების უმრავლესობისთვის გასართობი საშუალება. ამავდროულად, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას თავისი მომხმარებლებისთვის, უზრუნველყოს უსაფრთხო და გასართობი გარემოს შენარჩუნება და ინსტრუმენტები, შესაძლო რისკების გათვალისწინებით.

 

კლიენტები, რომლებსაც უჭირთ რისკების შეფასება, საკუთარი შესაძლებლობების აღიარება, ან დაავადებული არიან აზარტული თამაშებით, პოტენციურად არ შეუძლიათ ისიამოვნონ პროდუქტით და არ აღიქვამენ მას, როგორც გართობის ფორმას. Vbet-მა შესაძლოა პასუხისმგებლობა აიღოს ამ მომხმარებლების წინაშე და მათ დასაცავად დააწესოს გარკვეული პროდუქტებზე წვდომის შეზღუდა.  

გაეცანით ძირითად პრობლემებს!

 

ადამიანები  ძირითადად სიამოვნებისთვის თამაშობენ. საკუთარი ფულადი სახსრების ფარგლებში სხვადასხვა სახის თამაშებში ზომიერი მონაწილება სავსებით მისაღებია. თუმცა არსებობს ადამიანთა მცირე ნაწილი, რომელთათვის აზარტული თამაშები გასართობი საშუალება არაა. ეს გამოწვევაა, რომელიც სერიოზულად უნდა გაითვალისწინოთ.

რა არის პრობლემატური სათამაშო ქცევა?

 

პრობლემატური სათამაშო ქცევა ქცევის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს პიროვნების, ან მისი ოჯახის ცხოვრების წესზე, სამსახურზე, ფინანსურ მდგომარეობაზე ან ჯანმრთელობაზე. მსგავსი პირებისთვის თამაშებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მონაწილეობა არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.

 

1980 წელს პათოლოგიური სათამაშო დამოკიდებულება ოფიციალურად აღიარეს და  ფსიქოლოგიური აშლილობის DSM-IV და ICD-10 საერთაშორისო კვალიფიკაციის სისტემის სიაში მოექცა. ის განისაზღვრობა როგორც ხანგრძლივი, განმეორებადი და მზარდი  მისწრაფება თამაშებისადმი მიუხედავად იმისა, რომ  იწვევს უარყოფით პირად და საზოგადოებრივ  გარემოებებს, როგორიცაა ვალები, ოჯახური კავშირების გაწყვეტა და პროფესიული ზრდის ხელშეშლა.

 

თვითგამორიცხვა, ტაიმაუტები და რეალობის შემოწმება

 

VBET გთავაზობთ თვითგამორიცხვის, ტაიმ აუტის და რეალობის შემოწმების შესაძლებლობას, რათა ჩვენს მომხმარებლებს ხელი შევუწყოთ აზარტული თამაშების მართვაში. თვითგამორიცხვა შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლის შეხედულებისამებრ ექვსი (6) თვიდან ხუთ (5) წლამდე ვადით.

 

თვითგამორიცხვის ფუნქციის გამოყენების შემთხვევაში, გასაგებია, რომ მომხმარებლებს არ ექნებათ წვდომა საკუთარ ანგარიშზე თვითგამორიცხვის ვადის ამოწურვამდე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუშალოთთვითგამორიცხული მომხმარებელის მიერ ახალი ანგარიშის შექმნას თვითგამორიცხვის პერიოდში. თვითგამორიცხვის დროს, VBET შეეცდება არ გამოაგზავნოს რაიმე მარკეტინგული და / ან სარეკლამო მასალა.

 

თვითგამორიცხული ანგარიშების ხელახლა გააქტიურება მოთამაშის თხოვნის საფუძველზე. 

 

თვითგამორიცხვის პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი ღია ფსონიდან გადახდილი მოგება და ნებისმიერი ნაშთი დაბრუნდება.

 

VBET მომხმარებელს შეუძლია დააყენოს რეალობის შემოწმება თავის ანგარიშზე 10 წუთი, 20 წუთი, 30 წუთი 1 საათი, 2 საათი, 4 საათი, 6 საათი და 8 საათი. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს შეზღუდვები თავად თავიანთი ანგარიშის საშუალებით ან დაუკავშირდნენ მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფს.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებს თამაშთან დაკავშირებული პრობლემების გამო სურთ სამუდამოდ დახურონ თავიანთი ანგარიშები, რაც შეიძლება მალე უნდა დაუკავშირდნენ მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფს. ამის გაკეთების შემდეგ, მომხმარებლები ვერცერთ შემთხვევაში ვეღარ გახსნიან ანგარიშს.

 

VBET მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ტაიმაუტის ფუნქცია თავის ანგარიშზე 24 საათის განმავლობაში, ერთი კვირის განმავლობაში, ერთი თვის განმავლობაში; ან ორი თვე. მომხმარებლებს შეუძლიათ დააყენონ ეს შეზღუდვები თავად მათი ანგარიშის საშუალებით, ან დაუკავშირდნენ მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფს.